საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-11-03
თარიღი 14:00 სთ
მისამართი თსუ, II კორპუსი, აუდიტორია № 119

გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამეტო სტიპენდიის (IPS) ფარგლებში პოლიტიკით დაინტერესებულ 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაატარონ ხუთ თვიანი პერიოდი (მარტიდან ივლისის ჩათვლით) ბერლინში და გაიარონ სტაჟირება გერმანიის პარლამენტის ერთ-ერთ დეპუტატთან. პროგრამის ფარგლებში ყოველ წელს 50-ზე მეტი ქვეყნიდან 120 მონაწილემდე ეცნობა გერმანიის პარლამენტარულ სისტემას და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცედურას, ასევე იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას საპარლამენტო საქმიანობაში. პროგრამა უზრუნველყოფს ყოველთვიურ სტიპენდიას 700 ევროს ოდენობით, უფასო საცხოვრებელ ადგილს, ყველა საჭირო დაზღვევას და მგზავრობის ხარჯს. მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ სხვადასხვა სემინარს, მოხსენებას, ვორკშოპსა თუ ექსკურსიას.

 

საინფორმაციო შეხვედრაზე ვიწვევთ ყველა ფაკულტეტის სტუდენტს, სადაც გაეცნობით დეტალებს (მონაწილეობის წინაპირობები, კონკურსის პროცედურა, პროგრამის გავლის კურსი და ა.შ.).

 

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება გერმანულ ენაზე.

 

როდის: პარასკევი, 3 ნოემბერი 2023, 14:00 საათი

სად: თსუ, II კორპუსი, აუდიტორია N 119

ვინ: დიმიტრი კესლერი (პროგრამის კოორდინატორი) და პროფ. შტეფან ვოლკერი (ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სამეცნიერო-კვლევით სფეროში)

 

სრული ინფორმაცია:

https://www.bundestag.de/ips_global

https://bit.ly/3MiSbDM

მსგავსი ღონისძიებები